ვითარება უკრაინაში
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდვაცვითმა ძალებმა მტრის 60-მდე იერიში მოიგერიეს. საოკუპაციო ძალებმა შეტევა გააძლიერეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზე. უკრაინა დონბასში კონტრშეტევისთვის ემზადება. ვრცელდება ცნობები, რომ ბახმუტთან ახლოს დისლოცირებული სამხედროები საბრძოლო მოქმედებებისთვის უკვე მზად არიან.
