„მოვდივარ“ - აქცია რესპუბლიკის მოედანზე
„მოვდივარ!“ - ამ სახელწოდებით, უცნობის მიერ ორგანიზებული აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებას 5 საათზე გეგმავენ, რომ უგულშემატკივრონ ხვიჩა კვარაცხელიას. ქართველმა სპორტსმენმა დღეს, შესაძლოა ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს. აქცია კი 19:00 საათზე დაიწყება. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საკუთარ მესიჯებს პოლიტიკოსებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და არასამთავრობო სექტორს გაუგზავნიან, რომ დამოუკიდებელი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, ქვეყნის განვითარებას აფერხებს.
