ვეტერინარული კარანტინი მარტვილში
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა - შესაბამისი განკარგულება სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა
