ფოტოგრაფების საქმე
ზურაბ ქურციკიძეს, გიორგი აბდალაძეს, ირაკლი გედენიძესა და ნათია გედენიძეს, მორალურ ზიანს აუნაზღაურებენ. გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ფოტორეპორტიორებს 2011 წელს გამოუტანა, საბოლოოდ გაუქმდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. რეჟიმი მათ 26 მაისის აქციის სასტიკი დარბევის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა. სრულად გამართლებულმა ფოტოგრაფებმა, დღეს საქმის დეტალებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
