თავისუფალი თეატრი უნგრეთის საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე X საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე თავისუფალმა თეატრმა მთავარ პროგრამაში რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის ორი სპექტაკლი - „რიჩარდ III“ და „ოტელო“ წარადგინა. ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის დიდ დარბაზში გამართულ წარმოდგენებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. მინისტრი საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიწვევით იმყოფებოდა. საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა ყოველ ოთხ წელიწადში სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.