ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102%- ით გაიზარდა და 795 მილიონ დოლარს შეადგენს. 2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს, 37 %-ით გადააჭარბა.
