ხვალ რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდება
ხვალ რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდება. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა მერებს, ხოლო, ფოთის, სენაკის, ხობის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარებიც უნდა აირჩიოს გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში.
