არეულობა სუდანში
სუდანში ვითარება კვლავ მძიმეა. დროებითი ზავის გამოცხადების მიუხედავად, რამდენიმე რაიონში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. მოლაპარაკებებში სამხრეთ სუდანის წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომლებიც ცდილობენ, სუდანის არმია და სწრაფი მხარდაჭერის ძალები, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 72 საათით გაგრძელებაზე დაითანხმონ, რაც სუდანში დარჩენილ უცხოეთის მოქალაქეებს, ქვეყნიდან გასვლის საშუალებას მისცემს.
