კრემლის ლიდერმა ახალი განკარგულება გამოსცა
კრემლის ლიდერმა ახალი განკარგულება გამოსცა, რომელიც მას ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციის საშუალებას მისცემს. ახალი რეგულაციით, უკრაინის მოქალაქეობის ან დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების პასპორტების მქონე პირებმა, რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უცხოეთის მოქალაქეებად ან მოქალაქეობის არმქონე პირებად ჩაითვლებიან.
