ოთარ შამუგია ქვემო სვანეთში ეკოლოგიურ ვითარებას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვემო სვანეთში, სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას გაეცნო. სოფელ ცანაში, ისევე როგორც სოფელ ურავში, დარიშხანის შემცველობის ნარჩენების განთავსების კერები არსებობს, რომელიც 1993 წელს, ამ ტერიტორიაზე არსებული სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა.
