თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ომსა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე ისაუბრეს. როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, მხარეებმა სირიაში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს. მანამდე თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა აქუიუს ბირთვული ელექტროსადგური გახსნეს. გახსნის ცერემონიაში, ერდოღანი და პუტინი დისტანციურად მონაწილეობდნენ.
