საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
