საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევთან საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას დეპუტატები გაეცნენ
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევთან საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას დეპუტატები გაეცნენ. მათ კიდევ ერთხელ ნახეს უკანონო ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, რომელიც აღმართულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ჩაკეტილი გადასასვლელები და ხელოვნური ბარიერები, რომლებიც მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს და ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას.
