თოჯინების სახელმწიფო თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
თოჯინების სახელმწიფო თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. როსინის ოპერის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “კონკია“ საოპერო მუსიკით იქნება მოთხრობილი. სპექტაკლის მთავარ გზავნილსაც მცირეწლოვანი მაყურებლისთვის, კლასიკური მუსიკის გაცნობა და დაინტერესება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, რეჟისორმა ვახტანგ ქორიძემ ზღაპრის მთავარ მთხრობელად თავად კომპოზიტორი აქცია. ყველაზე მუსიკალური ზღაპარი ოპერა „კონკია,“ მაყურებელს თოჯინების თეატრში 30 აპრილიდან ელის.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
