A კატეგორიის ტაქსები ავტობუსის ზოლში იმოძრავებენ
პირველი ივნისიდან გარკვეული კატეგორიის ტაქსები, ავტობუსის ზოლში იმოძრავებს. საუბარია “ა” კატეგორიის ტაქსებზე, რომელთა გამოშვების წელი 10 არ აღემატება. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთათვის, მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში, ეგრეთ წოდებული სტიკერების დარიგება დაიწყება. ეს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპია. სიახლეზე დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
