მთავრობის ჯანდაცვის პოლიტიკა
ჯანდაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტი და დახარჯული 7 მილიარდი ლარი ჯანდაცვისთვის. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი წამოიწყო. სერვისი ხელმისაწვდომი გახდა. გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება. ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ, უამრავ ადამიანს მისცა სრული გამოჯანმრთელების შესაძლებლობა. ბოლოს კი, უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ, გუშინ გახდა ცნობილი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ონკო-პაციენტ ბავშვებს საზღვარგარეთ ძვირადღირებულ მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
