ერდოღანმა ქართველი მაშველები დააჯილდოვა
„უმაღლესი თავდადების ორდენი“ ქართველ მაშველებს. ჯილდო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს, მამუკა სეფიაშვილს პირადად რეჯეპ თაიფ ერდოღანმა გადასცა. თურქეთის პრეზიდენტმა ადიამანსა და ანთაქიაში, მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართველ მაშველებს დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. მადლობის წერილი თურქი კოლეგისგან მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
