რეალობას აცდენილი კვლევა
“აიარაის “კვლევა დღესაც მწვავე პოლიტიკური აზრთასხვადასხვაობის მიზეზია. მმართველი გუნდი ამბობს, რომ შედეგები რეალობას არ ასახავს და მონაცემები გაყალბებულია. მიზანი კი, თითქმის დაშლილი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ რეინკარნაციაა. ოპოზიციის შეფასებით, კვლევამ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა დაადასტურა.
