ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ქართული დელეგაცია ამჯერად, სტრასბურგში საუბრობს
ევროკომისიის 12 რეკომენდაცია ერთერთი მთავარი თემაა, რაზეც პარტნიორებთან სტრასბურგში ქართული დელეგაცია საუბრობს. ქართველი დეპუტატები ამბობენ, რომ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ყველა ორგანიზაციისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს და საქართველო არ დატოვებს არცერთ ღია საკითხს და შეკითხვას რეფორმებთან მიმართებაში.
