ბუდაპეშტში მე-10 საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაში მონაწილეობას საქართველოდან თავისუფალი თეატრი მიიღებს
ბუდაპეშტში მე-10 საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაში მონაწილეობას საქართველოდან თავისუფალი თეატრი მიიღებს და წარმოადგენს ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმულ ორ სპექტაკლს. საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა ოთხ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ღონისძიებას კულტურის მინისტრი დაესწრება.
