ვითარება უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური კონტრ-შეტევისთვის ემზადება. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის დეტალები მხოლოდ ვიწრო წრისთვის არის ცნობილი და სად და როგორ დაარტყამს რუსულ ჯარს უკრაინის არმია, ეს წინასწარ არ გასაჯაროვდება.
