სერგეი ლავროვის განცხადებით, მარცვლეულის შეთანხმება ჩიხში შევიდა
სერგეი ლავროვის განცხადებით, მარცვლეულის შეთანხმება ჩიხში შევიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს რომ კიდევ არსებობს დაბრკოლებები, რაც რუსული პროდუქტის ექსპორტს ბლოკავს. მისი თქმით, გაეროს წარმომადგენლები ძალისხმევას არ იშურებენ, მოლაპარაკებები აწარმოონ იმ ქვეყნებთან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, თუმცა შედეგი არ არის.
