რეაბილიტაცია-სოციალიზაცია
პირველად, მუნიციპალურ დონეზე, პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და რუსთავის მერმა, მოაწერეს. მემორანდუმის საფუძველზე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად განაწილდებიან.
