სუდანში თავდასხმა მოხდა 14 საავადმყოფოზე
საბრძოლო მოქმედებებმა სამედიცინო დაწესებულებების გარდა, სხვა სასიცოცხოლო მნიშვნელობის სამსახურების პარალიზებაც გამოიწვია. შეწყვეტილია ელექტრომომარაგება. მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალიც. დედაქალაქ ხართუმში კი, ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკი გაჩნდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტის ერთ-ერთმა მხარემ, იმ ლაბორატორიის შენობა დაიკავა, სადაც სახიფათო მასალებია განთავსებული.
