ქოლ-ცენტრების სკანდალი
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს საპარლამენტო უმრავლესობა არ უჭერს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კომისიის შექმნის მოთხოვნით, ოპოზიცია ცდილობს პროცესს გაემიჯნოს და თემა ხელისუფლებას დაუკავშიროს. პარტია ‘’საქართველოსთვის’’ ინიციატივას კი ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა უკვე აქვს.
