პასუხი დეზინფორმაციაზე
პრემიერ-მინისტრის უმაღლესი დონის შეხვედრების პარალელურად გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი ბრიფინგი გაუქმდა. ბრიფინგი კი არც დაანონსებული იყო და ევროპული საბჭოს პრესპიკერის ოფიციალური განმარტებით არც დაგეგმილი. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ყალბი ინფორმაცია პოზიტიური შეფასებების გადასაფარად გავრცელდა.
