პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ბრიუსელში
პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ბრიუსელში დასრულებულია. მმართველი გუნდის შეფასებით, ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოება, პრიორიტეტია. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს. მთავარი თემა კი ევროპულ და ევროატლანტკურ სტრუქტურებში გაწევრიანება და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესი იყო.
