IRI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
აიარაი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე - საპარლამენტო არჩევნები მომდევნო შაბათს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა - „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველო 19%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - მიხეილ სააკაშვილი 14%, „საქართველოსთვის“ -გიორგი გახარია 3% , „გირჩი“ მეტი თავისუფლება- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 3%, „ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი, ლელო, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე, ხალხისთვის- ანა დოლიძე, მოქალაქეები- ალეკო ელისაშვილი - ამ პარტიებზე კი ორ ორი პროცენტი გადანაწილდა. კონსერვატიული პარტია-ალტ ინფო 1% , დროა- ელენე ხოშტარია 1%ევროპული საქართველო- გიგა ბოკერია 1%, პატრიოტთა ალიანსი-დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი 1% ხალხის ძალა 1% სხვა 1% მონაწილეობას არ მიიღებდა 5 %, არ ვიცი 20%, პასუხზე უარი 7 %. საველე სამუშაოები ჩაატარა აიფიემმა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %. მმარტელი გუნდი აცხადებს, რომ კვლევა რეალობას არ ასახავს.