პრემიერი აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვთა მშობლებს პირობას აძლევს, რომ მათ დასახმარებლად, მთავრობა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს
“სახელმწიფო თქვენს გვერდით დგას“ პრემიერი აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვთა მშობლებს პირობას აძლევს, რომ მათ დასახმარებლად, მთავრობა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. პრობლემა არა ფინანსები, არამედ სამკურნალო მედიკამენტის შესახებ დაუსრულებელი კვლევაა. ჯანმოს „ვოსორიდიტი“, ვერც ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალში შეაქვს და ვერც კლინიკურ გაიდლაინში. საქართველოს მსგავსად, სპეციალისტების დასკვნას არაერთი სახელმწფო უცდის. პრემიერი კი დედებს სთხოვს, არ აჰყვნენ პოლიტიკურ სპეკულაციებს.
