"მისტერ ოფშორის" თაღლითური სქემა
ერთერთი ინტერნეტ მედია საშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ მას შემდეგ, რაც დავით კეზერაშვილის ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივი სქემა საჯარო გახდა, “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლებმა ამ თემიდან გამიჯვნა გადაწყვიტეს და მათი ნაწილი ცდილობს ქოლ-ცენტრები მხოლოდ კეზერაშვილთან ასოცირდებოდეს. სტატიაში, რომელიც საინფოირმაციო საგენტომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ როგორც ჩანს, ევროპელი პენსიონერების ძარცვა და ათეულობით მილიონი ევროს თაღლითურად მითვისება არა მხოლოდ კეზერაშვილის, არამედ მთლიანად “ნაციონალური მოძრაობის” ბიზნესი და მთავარი შემოსავლის წყაროა. აქვე აღნიშნულია, რომ თავდაცვა კეზერაშვილის ძლიერი მხარე არ აღმოჩნდა, და მან ამისთვის ახალი ტაქტიკა, - ჩაშვება აირჩია. პარალელურად, დღეს ე.წ ქოლცენტრების საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე, პარტიამ “საქართველოსთვის” ბრიფინგი გამართა.
