სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი, გირგვლიანის მკვლელობას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს ადარებს
სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი, გირგვლიანის მკვლელობას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს ადარებს. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მაჩალიკაშვილის საქმე უფრო უარესია, ვიდრე გირგვლიანის. ოპოზიციონერ დეპუტატს არგუმენტად ის კონფლიქტი მოჰყავს, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობით დასრულდა. შალვა შავგულიძის განცხადებას უკვე უწოდეს გამაოგნებელი.
