ევროსტანდარტების ავტობუსები და უსაფრთხო მგზავრობა
მგზავრთა გადაყვანა მოწესრიგებას საჭიროებს, ავტოსადგურებში მდგომარეობაც არ არის სახარბიელო, კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს გონივრულ ვადას მივცემთ იმისთვის, რომ ყველა პრობლემა გამოასწორონ - განცხადება, პრემიერ მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძალიან მალე მიმართავს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანის საკითხი დარეგულირდეს.
