პრემიერ-მინისტრის განცხადებას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები გამოეხმაურნენ
პრემიერ-მინისტრის განცხადებას, მთავრობის ადმინისტერაციასთან შეკრებილი, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, მედიკამენტი ვოსორიდიტი, მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ საზოგადოებას აქციაში ჩართვისკენ მოუწოდეს და პროტესტის გაგრძელება პარლამენტთან დაანონსეს.
