ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებსაც მიმართა
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებსაც მიმართა. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ გთხოვ, ნებსით თუ უნებლიეთ ნუ მიიღებთ მონაწილეობას პოლიტიკურ კამპანიაში - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერმა თქვა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, ამ საკითხშიც ცდილობენ, აწარმოონ პოლიტიკური კამპანია. პრემიერ მიისტმა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიმართა. მინდა მივმართო ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, ყოველგვარი ამორალური ქმედება დაასრულონ, ნუ იყენებენ ამ ადამიანებსა და მათ მშობლებს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის - განაცხადა დღეს ღარიბაშვილმა.
