ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს პარტიული სიიდან ნიკა მელიას გუნდის წევრები ამოიღო
ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს პარტიული სიიდან ნიკა მელიას გუნდის წევრები ამოიღო. ხაბეიშვილმა ლევან გორგილაძე დაბლოკა და ის დეპუტატი ვეღარ გახდება. გორგილაძეს საკრებულოში ამერიკაში წასული ლაშა კილაბერია უნდა შეეცვალა. ზეწოლის შესახებ საუბრობს საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. ნოდარ დუმბაძეს გადადგმობას თხოვენ. ნიკა მელიას გუნდის წევრები ამბობენ რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ლევან ხაბეიშვილი აღარ უნდა მართავდეს.
