ნუცა ბუძალაძე 12 ფინალისტს შორის მოსახვედრად იბრძვის
ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე “ამერიქან აიდოლის” ტოპ ოცეულში მოხვდა. ახლა მას ხმები შემდეგ ეტაპზე ტოპ 12-ში მოსახვედრად სჭირდება. როგორც სოციალურ ქსელში დაწერა, ხმის მიცემის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ამ შედეგებით გადაწყდება, მოხვდება თუ არა ის ხვალინდელ ლაივზე ტოპ 12-ში. ხმის მიცემა თბილისის დროით დღეს, დღის 2 საათამდე გაგრძელდება.