უნარების კვირეული
პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, უნარების კვირეული გაიხსნა. კვირეული განათლების მინისტრმა, ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებმა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გახსნეს. ღონისძიების მიზანია, პროფესიული განათლების ირგვლივ დაინტერესებული მხარეების გაერთიანება და განვითარების სამომავლო მიმართულებებზე ერთობლივი მსჯელობა.
