მაკრონი საკუთარი მთავრობის შეცდომებს აღიარებს
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ხელისუფლება დაშვებულ შეცდომებს არ გამოასწორებს, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი შესაძლოა საფრანგეთის მომდევნო პრეზიდენტი გახდეს. ემანუელ მაკრონმა საპენსიო რეფორმის მიღებისას საზოგადოებასთან კომუნიკაციაში დაშვებული შეცდომები აღიარა, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. სწორედ მისი ინიციატივით მიიღო მთავრობამ ახალი კანონი, რომელიც საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
