დავით კეზერაშვილი მეგობრებს წირავს
დავით კეზერაშვილი მეგობრებს წირავს. ევროპელი პენსიონერების ძარცვაში მხილებული კეზერაშვილი და მისი გუნდი, ე.წ ქოლცენტრების გახმაურებულ საქმეში “ქართული ოცნების” კვალის გამოკვეთას ცდილობენ. დასახელდა ყოფილი ფეხბურთელის რატი ალექსიძის გვარი, რომელიც დაკავებულია. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ფეხბურთელი - კეზერაშვილის უახლოესი მეგობარია და იმიტომ გაწირეს, რომ ის მინისტრის, ჯუანშენ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია. ე.წ ქოლცენტრების საქმეზე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, უნდა მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება და დამნაშავე პირებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.
