"იმედის კვირასთან" სააკაშვილის მმართველოს დროს მის წინააღმდეგ განხორციელებულ შევიწროებასა და ტერორზე ირაკლი რუხაძემ ისაუბრა
მან გაიხსენა დაბარებები საგამოძიებო ორგანოებში, მაღალი თანამდებობის პირებისგან მიღებული გზავნილები, ისაუბრა დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე, კომპანია “ბორჯომისა” და ტელეკომპანია “იმედის” იძულებით დათმობაზე და თბილისის ცენტრში აფეთქებულ ავტომობილზე.
