საჩოგბურთო ტურნირი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარაჭერით, პირველად საქართველოში, 22-23 აპრილს საჩოგბურთო კლუბი „ეისის“ ორგანიზებით ქალთა პრო ემის ტურნირი ჩატარდა. ტურნირში 24 მოყვარული და პროფესიონალი ქალი ჩოგბურთელი მონაწილეობდა. ტურნირის მიზანია სპორტში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა.
