დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სამხედროსა და მისი თანამებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში ჩატარდა. მსახურებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.
