მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
თუშეთში სოფელ ჭეშოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ჯაბა ქააძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. შეგახსენებთ, სოფელ ჭეშოში მკვლელობა 20 აპრილს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, ჯაბა ქააძემ სანადირო თოფიდან გასროლით, თანასოფლელი ნოდარ ნეკერაული მოკლა. პროკურატურა მას განზრახ მკვლელობას ედავება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 ივნისს არის ჩანიშნული.
