ევროკავშრის პარლამენტების სპიკერების კონფერენცია ჩეხეთში
24-25 აპრილს პრაღაში ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე იგეგმება შალვა პაპუაშვილის ორმხრივი შეხვედრები, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე პარლამენტის წევრებთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან. ვიზიტში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.
