ისრაელში საპროტესტო აქციები განახლდა
ისრაელში საპროტესტო გამოსვლები განახლდა. თელ ავივის ქუჩებში სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებმად 160 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. აქციის გამო დროებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. საპროტესტო აქციები პრემიერის მიერ ინიცირებული რეფორმის წინააღმდეგ ისრაელში რამდენიმე თვეა, გრძელდება. ბენიამინ ნეთანია ჰუმ რეფორმის მიღება ზაფხულამდე გადადო, თუმცა პროტესტი არ წყდება.
