ახალი რეგულაცია უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად
კიდევ ერთი განკარგულება, რომელსაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა ხელი, უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცედურის შეცვლას ითვალისწინებს. ახალი რეგულაციით, უკრაინის მოქალაქეობის მიღების მსურველებს უკრაინული ენის, ისტორიისა და კონსტიტუციის ცოდნა ევალებათ. პირებს კი, რომლებსაც უკრაინის წინაშე დამსახურება მიუძღვით ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გადიან, ამ ეტაპზე გამოცდის ჩაბარება არ მოუწევთ.
