ომის 424-ე დღე
უკრაინა დონბასში ოკუპანტთა თავდასხმებს იგერიებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა სხვადასხვა ლოკაციაზე 3 სარაკეტო, 24 საავიაციო და 20 საზენიტო გასროლა განახორციელეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით, თუმცა ოკუპანტები, მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ქალაქებზე კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებენ. ვითარება იცვლება სამხრეთის ფრონტზე. როგორც ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი იტყობინება, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში დნიპროს მარცხენა ნაპირზე დაიკავეს პოზიციები.
