„მისტერ ოფშორის“ მზაკვრული გეგმა
ე.წ ქოლ ცენტრების გახმაურებულ საქმეზე, BBC-ის მიერ მომზადებული სკანდალური ფილმის შემდეგ, ოლიგაქრის ფრთამ საქმეში „ქართული ოცნების“ კვალის ძებნა დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც კეზერაშვილის ტელეკომპანიის ინფორმაციით, ე.წ ქოლ ცენტრების საქმეზე ინტერპოლმა, ევროპაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რატი ალექსიძე დააკავა. წყაროს ინფორმაციით, საქმე შესაძლოა ფულის თაღლითურად მითვისების საქმეს უკავშირდებოდეს. ალექსიძე თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლი და „ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, თბილისის მერის კახა კალაძის ახლო მეგობარია. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ „ქოლ ცენტრების“ საქმეზე დაკავებული ალექსიძე ოლიგაქრის მარჯვენა ხელია, რომელიც კეზერაშვილის მზაკვრულ გეგმას ეწირება.

სიუჟეტის ავტორი: საბა ხვიჩია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები