ქართველი ფეხბურთელების გოლები
საფრანგეთის ლიგა ორის 32-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ სტუმრად „სენტ ეტიენი“ სამით ერთი დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა, კი ზედიზედ მეორედ შეძლო დუბლის შესრულება. მიქაუტაძემ ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა, 26-ე წუთზე კი გიორგიმ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას 31 შეხვედრაში გატანილი 19 გოლით ლიდერობს. სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და „ულსან ჰიუნდაი“ წაგებისგან იხსნა ვაკო ყაზაიშვილმა. ამით ქართველის გუნდმა 19 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ლიდერია. ყაზაიშვილმა, კი მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
