აგროდაზღვევის ცვლილებების გაცნობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერებს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში შესული ცვლილებები გააცნეს. ფერმერები სახელმწიფო აგრო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50 პროცენტის ნაცვლად, 70-პროცენტიანი თანა დაფინანსებით ისარგებლებენ. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი. პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, მარცვლეული კულტურის შემთხვევაში კი, 50 ჰექტარი.
